ჩინეთში COVID19-ის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 89 ახალი შემთხვევა ჩინეთის დასავლეთით, სინძიანის პროვინციაში დადასტურდა. სამი შემთხვევა იმპორტირებულია.
ამასთან, ბოლო ერთ დღეში, ჩინეთში კორონავირუსის 27 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა.
29 ივლისის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ჩინეთში COVID19-ით 84 060 ადამიანი დაინფიცირდა, 4 634 კი, დაიღუპა.