საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი. 87-დან რამდენი შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში მოგვიანებით გახდება ცნობილი.