„ძალა სიმართლეშია“ - ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს, 7 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს. რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
რუსეთის მხარდამჭერი საზოგადოებრივი კამპანიის „ძალა სიმართლეში“-ას ფარგლებში აქციის ინიციატორი ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აპეიფში“ იყო. მანამდე მოძრაობის აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას შეხვდნენ.
ახალგაზრდული ორგანიზაციის „აპეიფშის“ ხელმძღვანელის საიდ კულანბას თქმით, ასეთი ღონისძიებების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია „ასეთ რთულ დროს“.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ვაჩვენოთ, რომ რუსეთი ჩვენი საიმედო პარტნიორია. არ მოველოდით, რომ ახალგაზრდების ასეთი დიდი რაოდენობა დაუჭერდა მხარს აქციას“, - განაცხადა მან.
„ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, მადინა ვუბამ აღნიშნა, რომ აფხაზი ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ რუსეთში გამართულ ფორუმებში, რაც მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კავშირების განმტკიცებას.
აქციაში მონაწილებდნენ ოკურებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის და როსსოტრუდნიჩესტვოს წარმომადგენლობი.
„ყველა გამომსვლელმა აღნიშნა რუსეთსა და აფხაზეთს შორის კავშირების განმტკიცების მნიშვნელობა, გამოხატეს მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინის მიერ გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ“, - წერს სააგენტო აფსნიპრესი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32070012.html
Source: radiotavisupleba.ge