ომი არ დასრულებულა-იმნაძის გაფრთხილება

Tbilisi Daily

“კორონავირუსი არსად არ წასულა, ვირუსი რჩება ჩვენს გვერდით და მისი შემობრუნება საკმაოდ რეალურია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ სიფრთხილის ყველა ღონისძიება. საბრძოლველად გვაქვს ორი ძირითადი რამ, პირველი, ეს არის სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილემ. პაატა იმნაძემ ამ საკითხზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ისაუბრა. “სამწუხაროდ, ინფორმაცია მომივიდა, ადამიანებმა ჩათვალეს, რომ კორონა აღარ არის. ეს ასე არაა. კორონა რჩება. კორონავირუსთან პირველი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა. ომი გრძელდება“- განაცხადა იმნაძემ. #news #პაატაიმნაძე #კორონავირუსი #tbilisidaily #dailynews