პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ავადმყოფობა რომელიც მძვინვარებს
Tbilisi Daily
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველო დაძლევს ამ განსაცდელს.
„შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, ჩამოტანილი იქნა კვართი მაცხოვრისა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დასძლევს ამ განსაცდელს. მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ხელისუფლებას და ვთხოვ მიულოცონ მრევლს, ხალხს ეს დღესასწაული“, – განაცხადა პატრიარქმა.