გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

Tbilisi Daily

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. სასამართლო სხდომა დღეს, 14:00 საათზე არის ჩანიშნული. წინა სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.