თურქეთში კორონავირუსის ჩინურ ვაქცინას გამოიყენებენ

Tbilisi Daily

თურქეთში სავარაუდოდ ამ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინას ჩაიტანენ. ინფორმაციას hurriyetdailynews ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათი რაოდენობა 3 მილიონამდე იქნება. დამატებით თურქეთმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება ჩინური ვაქცინის 50 მილიონამდე დოზის შესყიდვის შესახებ. თურქეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩინური ვაქცინა მომდევნო დღეების განმავლობაში შევა ქვეყანაში. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ჩინურ ვაქცინას თურქეთში არაუგვიანეს 24 დეკემბრამდე შემიტანენ. მისივე განცხადებით, ვაქცინაცია 2021 წლის პირველ კვირაში დაიწყება. ვაქცინაციის პროგრამაში არ შევა ორსული ქალები, 18 წლამდე ასაკის ადამიანები და ისინი, ვინც ვირუსისგან გამოჯანმრთელდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ თურქეთში კოვიდინფიცირების ზრდის გამო დაწესებულია კომენდანტის საათი. ქვეყანაში კომენდანტის საათის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.