გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში სასწავლო პროცესი შეწყდა-ინფიცირებულია 2 მოსწავლე

Pirveliradio Ge

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.მიზეზი ამავე სკოლის ორი მოსწავლის კოვიდინფიცირებაა. სასწავლო დაწესებულებაში მედიკოსები უკვე მუშაობენ და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, კორონავირუსის წყარო მოსწავლეების ინფიცირებული ოჯახის წევრები არიან.