Associated Press: ჩინეთმა კორონავირუსის რეალური მასშტაბები კონკრეტული მიზეზით დამალა

Headline

ჩინეთის ხელისუფლებამ, სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტის გაზრდის მიზნით კორონავირუსის რეალური მასშტაბები სავარაუდოდ დამალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკელების ვარაუდით, ოფიციალურმა პეკინმა COVID-19-ინფექციის გავრცელების ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაუმალა - ამ პერიოდში კი შეამცირეს ექსპორტი და გაზარდეს სამედიცინო ნიღბების, ხელთათმანებისა და სხვა ატრიბუტიკის იმპორტი. დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთის ხელისუფლებამ ასევე სცადა ექსპორტის შემცირების დამალვა სავაჭრო მონაცემების შეფერხებითა და გაუქმებით. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: DHS report: China hid virus’ severity to hoard supplies (04.05.2020). www.apnews.com #coronavirus #USA #China #WHO #headline #stopcovid19 #covid19