კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის შესაძლოა, ნახევარი მილიონი ზვიგენი მოკლან

Tbilisi Daily

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის­თვის შე­საძ­ლოა, 500 000 ზვი­გე­ნის მოკ­ვლა გახ­დეს სა­ჭი­რო. ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­ნი­უ­სი" წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ზვი­გე­ნის სკუ­ა­ლე­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა. სკუ­ა­ლე­ნი ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი, ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თი, რო­მე­ლიც ზვი­გე­ნის ღვიძ­ლში გვხვდე­ბა. ექ­სპერტთა თქმით, 1 ტონა სკუ­ა­ლე­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად 2500-დან 3000-მდე ზვი­გე­ნია სა­ჭი­რო. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იმის­თვის, რომ მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ერთი დოზა ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღოს, და­ახ­ლო­ე­ბით, 250 000 ზვი­გე­ნის მოკ­ვლა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, თუმ­ცა ეს არის წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზი და ყო­ვე­ლი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ზვი­გე­ნის ღვიძ­ლში აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ერ­თის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე (ზოგს მეტი აქვს, ზოგს უფრო ნაკ­ლე­ბი). იმის­თვის, რომ მსოფ­ლი­ო­ში თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა ორი დოზა ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღოს, შე­საძ­ლოა, 500 000 ზვი­გე­ნის მოკ­ვლა გახ­დეს სა­ჭი­რო.რო­გორც "ევ­რო­ნი­უ­სი" წერს, ამ დრო­ის­თვის ბრი­ტა­ნუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი გი­გან­ტი GlaxoSmithKine აღ­ნიშ­ნულ ნა­ერ­თს გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის და­სამ­ზა­დებ­ლად იყე­ნებს.ზო­გა­დად, ნა­ერ­თი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში რო­გორც დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ზრდის ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბას და აუმ­ჯო­ბე­სებს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მას.ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა 2020 წლის მი­წუ­რულს მზად უნდა იყოს, თუმ­ცა ფარ­თო მოხ­მა­რე­ბა­ში მისი ჩაშ­ვე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2021 წლის შუა პე­რი­ო­დამ­დე ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. მსოფ­ლიო COVID-19-ის პან­დე­მი­ას 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის. ამ დრომ­დე გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 33 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 1 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.