კოვიდინფიცირების 1731 ახალი შემთხვევიდან თბილისში 774 გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 1731 ახალი შემთხვევიდან, 774 თბილისში გამოვლინდა. რაც შეეხება რეგიონებს, 20 დეკემბრის დილისთვის სურათი ასეთია: აჭარა - 142, იმერეთი - 255, ქვემო ქართლი - 140, შიდა ქართლი - 133, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 80, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 901, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 356. გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4599. https://www.radiotavisupleba.ge/a/31009881.html #ახალი_ამბები #twitter