ჩვენი პარტია მზადაა, დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს, რა გაყალბდა და როგორ – ელისაშვილი
Pirveliradio Ge
ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს, რა გაყალბდა და როგორ – ამის შესახებ განცხადება, პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, რამდენიმე წელიწადია ოცნება უარს ამბობს დებატებზე.
"რამდენიმე წელიწადია ოცნება უარს ამბობს დებატებზე. არჩევნების წინაც კი გაექცნენ დებატებს. ახლა გაყოყოჩებულა კობახიძე და აბდუშაჰილივით დოინჯშემოყრილი დადის თურმე - დამიჯდნენ დებატებშიო. აგერ ვართ ჩვენი პარტია მოქალაქეები და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს, რა გაყალბდა და როგორ", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.