თუ გადაწყვეტილებები იქნება ნაჩქარევი 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით ცუდ შედეგს - მამუკა მდინარაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა უნდა იყოს თანმიმდევრული, აჩქარების შემთხვევაში კი ცუდი შედეგები დადგება.
''ადამიანურად ძალიან კარგად მესმისყველა მოქალაქის რომელმაც ეკონომიკური ზიანი მიიღო შეზღუდვების შედეგად, მაგრამ დამერწმუნეთ თუ გადაწყვეტილებები იქნება ნაჩქარევი და მეცნიერულ გათვლებზე არ დაფუძნებული ამ შემთხვევაში ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით ცუდ შედეგს და ისევ მოგვიწევს ამ შეზღუდვების უფრო მკაცრი ფორმებით დაბრუნება.
უნდა გავთვალოთ, პირველ რიგში ვიწყებთ სკოლაზე და ტრანსპორტზე საუბარს, თუ მაგალითად რესტორნებზე, ან ტურისტულ სეგმენტზე. ყველა მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა და არცერთისპრიორიტეტულობაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ თანმიმდევრულობაარის მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენ პოზიტიურ შდეგებზე ფიქრის საშუალებას მოგვცემს.
მესმის მოქალაქეების, რომლებსაც ცუდად შეეხო შეზღუდვები, მაგრამმათ სოციალურ მდგომარეობას ძალიანცუდად დაარტყამს თუ არასწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს მოხდება ზუსტად ორ-სამ კვირაში. არ იქნება ლოდინისთვის დიდი დრო საჭირო.
ცუდი შედეგის მიღების გარანტია როდესაც გვაქვს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეულად ხისტი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც დადასტურებულია არა მხოლოდ ქართული პრაქტიკით არამედ წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკით'' - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.