ჭიათურაში მაღაროში 46 წლის მუშა გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

ჭიათურაში მაღაროში მუშა გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილი 46 წლის კობა ჩაფიძეა. მას საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა ოთხი დღის წინ შუქრუთის დასახლებაში, ვაკე ტყე ოთხის მაღაროზე მოხდა. სამუშაო პროცესის დროს მუშას ტრაქტორმა გადაუარა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.