სამნიძის თქმით, კობახიძე ძალადობას ახალისებს: "შვილმა პირველად მითხრა, მარტო არ გახვიდეო"
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პარლამენტის წევრი და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს. ასე შეაფასა ხათუნა სამნიძემ ირაკლი კობახიძის ის განცხადება, რომელშიც პოლიტიკოსების ნაწილს ბოლშევიკებსა და "იდენტობის შემარყევლებს" უწოდებდა.
"ფრთხილად, ბატონო ირაკლი, კომუნისტებისგან მოყოლოებული ეს ტექსტები ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერავინ შეძლო მიღწევა. თქვენი მიაზანია რეალური პრობლემიდან გადაიტანოთ ყურადღება...
გუშინ პირველად მითხრა ჩემმა შვილმა, გარეთ მარტო ნუ გახვალო, ამ სიტყვების გამო არ გაპატიებთ, როცა მოძალადეებს მოუწოდებთ და წაახალისებთ ძალადობას. არავის არ შეგევშინდება ამ ქვეყანაში მარტო სიარული. ამას მემუქრებოდნენ სწორედ ისინი, ვინც თქვენ წაახალისეთ - "ვერ გაივლითი მარტოო", - მიმართა ირაკლი კობახიძეს ხათუნა სამნიძემ.
გუშინ, 6 ივნისს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. სამნიძე ამბობს, რომ თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31887061.html
Source: radiotavisupleba.ge