სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის რადა ვიცე-პრემიერად დაამტკიცებს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142235 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, დარწმუნებულია რომ უკრაინის რადა, მას ვიცე-პრემიერად დაამტკიცებს. აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "უკრაინა 24"-თან გააკეთა. ოდესის ყოფილი გუბერნატორი თვლის, რომ ხმათა საკმარისი რაოდენობა ექნება. „ვთვლი, რომ ხმების საკმარისი რაოდენობა იქნება. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. უბრალოდ არ იყო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ მობილიზაცია. არჩევნებზე, როცა ვნახე, რომ ჩემი პარტია 2-3 პროცენტს აგროვებდა ამომრჩევლების ხმებს და ვერ შევდიოდით პარლამენტში, მე ჩემს მხარდამჭერებს მოვუწოდე, ბევრ ათას უკრაინელს, რომ ხმა „ხალხის მსახურისთვის“ მიეცათ“, - განაცხადა სააკაშვილმა.