პირადი მოსაზრებები მქონდა - ცერცვაძე ადასტურებს, რომ გადადგომას აპირებდა

Pirveliradio Ge

არ არის იშვიათი, როცა ადამიანი ფიქრობს, ხომ არ ჯობია, რომ გადადგეს - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ TV პირველთან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა. "მქონდა რაღაც ჩემი პირადი მოსაზრებები და ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები. არ არის იშვიათი, როცა ადამიანი ფიქრობს, ხომ არ ჯობია, რომ გადადგეს. რატომ, ამას არ დავაზუსტებ. გადაწყვეტილება შევცვალე იმიტომ, რომ ჩავთვალე, ახლა, როცა არის შემთხვევების მატება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევების მატებას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ კითხვაზე, ხომ არ იყო გადადგომის მცდელობის მიზეზი მთავრობის წევრებთან დაპირისპირება, თენგიზ ცერცვაძე უარყოფითად პასუხობს. "ჩემი გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო რაღაც ჩემს მოსაზრებებთან, ყველას აქვს განსხვავებული მოსაზრება ყველა პროცესთან დაკავშირებით". – ამბობს ცერცვაძე.