აჭარა "მწვანე ზონად" რჩება
Tbilisi Daily
ბათუმის "ცხელების ცენტრებში" საეჭვო სიმპტომებით 35 პირია მოთავსებული. მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. გუშინ ჩატარებული 254
ლაბორატორიული კვლევის შედეგი კი უარყოფითია.
აჭარაში კოვიდდადებითი პაციენტი დღეის მდგომარეობით არ არის. რეგიონში ვირუსი 71-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაიცვალა - 2 პირი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 11 860 პირს. დღეს არსებული მონაცემებით კი კარანტინში 932 პირი იმყოფება.