აშშ-ი და ბრიტანეთი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს განიხილავენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ი და დიდი ბრიტანეთის განიხილავენ რუსეთის მიმართ უკვე შემოღებული საქნციების გაფართოებას მოსკოვის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისათვის. სააგენტო Bloomberg-ის თანახმად სხვა ზომას შორის განიხილება რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენების, ე.წ. ოლიგარქების მიმართ სანქციების შემოღება, ან ისეთი ეკონომიკური ხასიათის ზომის ამოქმედება, როგორიცაა რუსეთის სუვერენულ ვალზე სანქციის დაწესებს.
ვაშტინგტონი და ლონდონი მოსკოვს დამნაშავედ მიიჩნევენ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის საბრძოლო დანიშნულების მომწამვლელი შხამით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაში. 4 წლის წინ ბრიტანეთში იმავე ნივთიერებით მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალები. დადასტურებულია, რომ მათ მოწამვლასთან კავშირი ჰქონდა რუსეთის სამხედრო დაზვერვას.
ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ვაშინგტონი და ლონდონი ამტკიცებენ, რომ რუსეთი განაგრძობს აკრძალული ქიმიური იარაღის წარმოებას.
რუსეთი უარყოფს ნავალნის მოწამვლას და ქიმიური იარაღის წარმოებას და აცხადებს, რომ სანქციებს უპასუხოდ არ დატოვებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31135063.html
#ახალი_ამბები
#twitter