ვიქტორ სანიკიძემ "ქართულ ოცნებას" 60 ათასი შესწირა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მე-13 ნომერმა, ვიქტორ სანიკიძემ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. თანხის გადარიცხვის თარიღად აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე 13 ოქტომბერია მითითებული. სანიკიძე წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას. იმის გამო, რომ ის პარტიული სიის მე-13 ნომერია, შეიძლება ითქვას, რომ "გამსვლელ სიაშია". 60 ათასი ლარი პარლამენტარისთვის, დაახლოებით, 1 წლის ხელფასია. აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე ამ ეტაპზე [16 ოქტომბერი, 11:34 სთ] გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ერთ დღეს, 13 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" 565,2 ათასი ლარის მოცულობის შემოწირულობა მიიღო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30896279.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020