თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები და სხვა დანარჩენი უკვე კონსულტაციით გადაწყდება - უგულავა
Pirveliradio Ge
ერთი რამ შემიძლია ვთქვა - თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები და სხვა დანარჩენი უკვე კონსულტაციით გადაწყდება - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა მთავარია კონსულტაციები გაგრძელდეს და ოპოზიცია, თბილისის გარდა სხვა დიდ ქალაქებზეც შეჯერდეს.
"ერთი რამ შემიძლია ვთქვა - თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები და სხვა დანარჩენი უკვე კონსულტაციით გადაწყდება. მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევჯერდებით თბილისის ოლქებზე, აუცილებელია კვლავ გავაგრძელოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ მინიმუმ დიდ ქალაქებზე, მაგალითად როგორიც არის რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი და თელავი. აქაც მნიშვნელოვანია, რომ ქალაქების ხმების და ქალაქების უარი მოქმედი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ ძირითად ქალაქებში 28 ოქტომბერს დაფიქსირდეს, მათ შორის მაჟორიტარულ ნაწილში, "ქართული ოცნების" მარცხი", - განაცხადა გიგი უგულავამ.
http://pirveliradio.ge/?newsid=144977