ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა
Tbilisi Daily
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსის 70 574 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 936 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 7 040 608 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 183 735 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.