გიორგი გახარია მის შესაძლო გადადგომაზე: ჯერჯერობით მოვდივარ, ხო ხედავთ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჭორია მის გადადგომაზე საუბარი. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რომელიც პრემიერობის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნას შეეხებოდა. გახარია ამბობს, რომ მას აქვს გუნდის მხარდაჭერა. "წელიწადზე მეტია უკვე ეს კითხვები, "როდის მიდიხართ, დღეს, ხვალ თუ გუშინ ხო არ წახვედით" [ისმება]. ჯერჯერობით მოვდივარ, ხო ხედავთ. ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე გახდა მოსაბეზრებელი. რაღაც უფრო შინაარსობრივ თემებზე ხო შეიძლება ვისაუბრო, ხო არ შეიძლება წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები კითხვა იყოს, "როდის მიდიხართ" ან "როდის გადადგებით" - უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ბოლო რამდენიმე დღეა მედიასაშუალების ნაწილი ავრცელებს ინფორმაცის, რომ გიორგი გახარიას შეცვლას ირაკლი კობახიძე აპირებს. მედიასაშუალებები ერთ-ერთ არგუმენტად ამბობენ, რომ გახარია პოლიტსაბჭოს სხდომებსაც აღარ ესწრება. გახარიამ ეს მოუცლელობით ახსნა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31099419.html #ახალი_ამბები #twitter