გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ვარიანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

Gori Daily

გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა სოფელ ვარიანში გზის რეაბილიტაციის დასრულებული პროექტი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მუზეუმიდან სოფელ არაშენდისკენ მიემართება, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში კი მოასფალტდა არა მარტო საავტომობილო გზა, ასევე, ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები. ვარიანი - არაშენდის გზის რეაბილიტაციას 670 440 ლარი მოხმარდა. #გორი #გზებისრეაბილიტაცია #goridaily