Კოვიდინფიცირების შემთხვევებმა 74 მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 74 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 74 226 214 შემთხვევა გამოვლინდა, 1 649 032 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 41 977 713 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 16 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 300 ათასზე მეტი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.