ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუა დააკავეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მოზარდის ბაბუა დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსმას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.