ბენზინი 7 თეთრად და გრძელი რიგები ბენზოგასამართ სადგურებთან

Tbilisi Daily

საწვავის შესყიდვაზე ლიმტის დაწესების გამო, ბენზოგასამართ სადგურებთან უჩვეულოდ დიდი რიგებია ვენესუელაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საწვავზე ფასის ზრდის გამო ქვეყანაში ბენზინგასამართ სადგურებთან კოლაფსი ფიქსირდება . ახალი რეგულაციით ბენზინს ქვეყანაში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გასცემენ. მსოფლიოში ნავთობით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში საწვავი მსოფლიოში ყველაზე იაფია სახელწმიფო სუბსიდიების გამო. ამის მიხუედავად ადგილობრივები ბენზინის დეფიციტს ხშირად უჩივიან. ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მაისის ბოლოს აცხადებდა, რომ ივნისიდან ბენზინის ფასი სუბსიდიების გათვალსიწნებით გახდებოდა 5000 ბოლივარი ლიტრზე, ეს კი 2,5 ამერიკული ცენტის ტოლფასია, დაახლოებით 7 თეთრი. მანამდე ერთი ლიტრი 95-იანი ბენიზნი 0,00006 ბოლივარი ღირდა, ხოლო 91-იანი 0,00001 ბოლივარი. ახლა კი ავტომფლობელებს თვეში მხოლდო 120 ლიტრის მიღება შეუძლიათ, მოტოციკლის მფლობელებს კი 60 ლიტრის. ამაზე მეტი მოთხოვნის შემთხვევაში, მსურველს 1 ლიტრი ბენზინი 50 აშშ ცენტი დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ საწვავი ავტომფლობელებზე სერიული ნომრების მიხედვით გაიცემა, ასე მაგალითად იმ ავტომობილებს რომელთა ნომერი 1 იწყება ბენიზნის ყიდვას ორშაბათობით შეძლებენ, 2-იანების სამშაბათობით თუ 3-4 მაშინ ოთხშაბათობით, 5-6 კი ხუთშაბათობით, პარასკევს უკვე 9-0 ნომრიანების ჯერია. მას შემდეგ რაც ქვეყანაში ახალი წესები ამოქმედდა ბენზინგსამართ სადგურებზე მრავალსააათიანი საცობები წარმოიქმნა და მძღოლებს რიგში დგომა ერთ დღესაც კი უწევთ. საწვავი რიგები კოლაფსი TbilisiDaily