გარდაიცვალა ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ცნობილი ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს პირველ არხზე ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები. ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაღებულია არაერთ ფილმში. მათ შორის:„ყვავილი თოვლზე“, „პაპა გიგია“, „თოჯინები იცინიან“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ტელეწამყვანის გარდაცვალების გამოდა უსამძიმრებს ოჯახს.