27 დეკემბრიდან გერმანიაში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყება
Tbilisi Daily
გერმანიაში კორონავირუსზე ვაქცინაცია გერმანიაში 27 დეკემბერს დაიწყება.
პირველ ეტაპზე ხანდაზმულებსა და სამედიცონო პერსონალს აცრიან. საუბარია 8 მილიონ ადამიანზე. ქვეყანას ვაქცინაციისთვის 200 მილიონამდე დოზა სჭირდება. ვაქცინა გერმანიის ქალაქ მაინცში, კომპანია „ბიონტეკმა“ შექმნა.
ამ წუთებში გერმანიაში ექიმები 5 ათასი განსაკუთრებით კრიტიკული პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ამ კვირაში ლოკდაუნის მეორედ გამოცხადებას, პანდემიის დროს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური სტატისტიკა, 952 ადამიანის გარდაცვალება დაემთხვა. კრიზისული დეკემბერი ყოველდღიურად, საშუალოდ, 10 000 ინფიცირების შემთხვევებით დაიწყო, კვირის ბოლოს კი 31 500-ს გადააჭარბა.
10 იანვრამდე გერმანიაში დაკეტილია მაღაზიები, სილამაზის სალონები, კაფეები, ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები. ბრანდენბურგის კარიბჭესთან ცენტრალური ნაძვის ხე დამთვალიერებლის გარეშეა. ხალხი იქ ვერც 31 დეკემბერს შეიკრიბება იმ წლის ბოლო წუთის ასათვლელად, რომლის დასრულებაც ყველას ეჩქარება. აკრძალულია ალკოჰოლი და ფოიერვერკები.