როდის ამოქმედდება საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა?

Kutaisi Daily

24 მარტს, 00:00-დან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე, დღეს მიიღეს. აღნიშნული შეზღუდვა ქალაქებს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლების მოძრაობის აკრძალვას ითვალისწინებს:. "ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს რკინიგზაზე და ეს შეზღუდვა ამოქმედდება, დღეს, დღის ბოლოს, 24:00 საათზე. გვესმის, რომ ეს არის ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება, მაგრამ ექსტრაორდინალური ვითარება მოითხოვს ექსტრემალურ გადაწყვეტილებას", — განაცხადა პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. #ქუთაისი #საქალაქთაშორისოტრანსპორტი #შეზღუდვა #კორონავირუსი #საფრთხე #kutaisidaly