ავსტრია საზღვრებს ხსნის

Headline

ავსტრიის ხელისუფლება, ხუთშაბათიდან, 4 ივნისიდან, იტალიის გარდა, ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან არსებულ საზღვარს ხსნის. საზღვრის თავისუფალი კვეთა ყოველგვარი ტესტირებისა და ორკვირიანი კარანტინის გარეშე შესაძლებელი იქნება გერმანიასთან, ლიხტენშტეინთან, შვეიცარიასთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან, ჩეხეთთან და უნგრეთთან. „რაც შეეხება იტალიასთან არსებულ საზღვარს, ის მას შემდეგ გაიხსნება, რაც კორონავირუსული ეპიდემიის კლება მოგვცემს ამის საშუალებას“, - განაცხადა ადგილობრივმა შს მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა. მისი თქმით, ზემოხსენებული გადაწყვეტილება შესაძლოა მომდევნო კვირაში იქნას მიღებული და იტალიის ზოგიერთი რეგიონის მოსახლეობას ავსტრიაში შესვლის უფლება მიეცეთ. ავსტრიის ხელისუფლების თავდაპირველი გეგმით, საზღვრების გახსნის თარიღად 15 ივნისი იყო დასახელებული, მაგრამ ინფიცირების პოზიტიურმა დინამიკამ აღნიშნულის უფრო ადრე გაკეთების საშუალება მისცა მათ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. coronavirus borders opening lockdown Austria headline