ავსტრალიის აღმოსავლეთში ძლიერი შტორმია

Tbilisi Daily

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. BBC-ის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების გამო ქვეყანაში ელექტროენერგია 2 000-ზე მეტ სახლს არ მიეწოდება. ავსტრალიის ხელისუფლებამ ზღვასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა დროებით თავშესაფარში გადავიდნენ. მეტეროლოგების მტკიცებით, წელს ავსტრალიაში ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე ძლიერი შტორმი და უხვი ნალექია მოსალოდნელი.