ლაშა ნაცვლიშვლი სააკაშვილის მიერ წარმოდგენილ სიას სოციალურ ქსელში ეხმიანება

Tbilisi Daily

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში „ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ სიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „სააარჩევნო სია, მითუმეტეს, ბლოკური, შესაძლოა, ბადებდეს აჯაფსანდალის ასოციაციას, მაგრამ სია, რომელიც სააკაშვილმა წარმოადგინა, ბოდიში მომითხოვია და, ნამთვრალევი კაცის ნაღებინებს უფრო ჰგავს. თანაც შეამჩნევდით, როგორ გამაყრუებლად დუმს ამ ამაზრზენ შემადგენლობაზე ჩვენი პროგრესისტი ინტელექტუალების სახელოვანი კოჰორტა. თან ურცხვად იმეორებენ, “წითელი ინტელიგენცია” სერვილური იყოო, ეს მართლა მიშას “აბსლუგა” და ათშაურიანი “ესკორტის გოგონები”, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.