24 საათში 2 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსისგან 24 საათის განმავლობაში 2 470 პირი გამოჯანმრთელდა. ვირუსი კი, 2 927ადამიანს დაუდასტურდა. ​„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 45 042-მდე,“- აცხადებს ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.