პოლონეთი საქართველოს სამედიცინო ინვენტარით დაეხმარა ნატოს სოლიდარობისა და მხარდაჭერის ფარგლებში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარადჭერისა და სოლიდარობის ფარგლებში, პოლონეთმა ახლახან მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება გაუგზავნა საქართველოს, რომელმაც დახმარებისათვის აპრილის დასწაყისში მიმართა ნატოს "კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს" (EADRCC). COVID-19 პანდემიის გასამკლავებლად, ნატოს საიტის თანახმად, საქართველომ პოლონეთისგან მიიღო 6 800 ერთეული სახის დამცავი ნიღაბი, ხელისა და საგნების ზედაპირის სადეზინფექციო 5400 ლიტრი სითხე. ნატოს თანახმად, პოლონეთი ორმხრივი თანაშრომლობის ფარგლებში სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობითა და სადეზინფექციო საშუალებებით დაეხმარა ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს, სადაც ეპიდემიური ვითარება კვლავ საგანგაშოა. EADRCC ეს არის საგანგებო სიტუაციებზე ნატოს რეაგირების მთავარი სამოქალაქო მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მუდმივად და ამ მექანიზმის საშუალებით ხდება საჭიროებების მქონე ქვეყნებისა და დახმარების გამცემი ქვეყნების კოორდინაცია საგანგებო ვითარებების დროს ევროატლანტიკურ სივრცესა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებში. https://www.radiotavisupleba.ge/a/30696434.html #ახალი_ამბები #twitter