კორონავირუსის გამო, ამსტერდაში მარიხუანის ყიდვის მსურველთა რიგია

Pirveliradio Ge

ნიდერლანდების მთავრობა ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. სწორედ მისი გადაწყვეტილებით დაიხურა წითელი ფარნების ხეივანში მდებარე სექსკლუბები, რის შემდეგაც ქოფიშოფებთან მოქალაქეების რიგი დადგა. როგორც ჩანს, მარიხუანის მომხმარებლებს კორონავირუსის არ შეეშინდათ და მთავრობის რეკომენდაციებს ყური არ ათხოვეს. შეზღუდვა შეეხო იმ სტრიპტიზ კლუბებსაც, სადაც მომხმარებლებს ჰაშიშსა და მარიხუანას სთავაზობდნენ. მოთხოვნის მიხედვით, მათ მუშაობა კვირას, საღამოს 6 საათისთვის უნდა დაესრულებინათ. Dutch National Institute for Public Health-ის განცხადებით, ჰოლანდიაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 176-დან 1 135-მდე გაიზარდა. მათ შორის 20 გარდაცვლილია. ორგანიზაციამ მთავრობა გააფრთხილა, რომ ტურისტული სეზონის დროს კლუბების დაკეტვა ეკონომიკას ძალიან დააზარალებს, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილება უცვლელია.