ნიცაში განხორციელებული ტერაქტისთვის 47 წლის მამაკაცი დააკავეს
Tbilisi Daily
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია BFM ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, მას თავდამსხმელთან ტერაქტამდე ერთი დღით ადრე კონტაქტი ჰქონდა.
გუშინ, 29 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.
BBC-ის ინფორმაციით, ტუნისელი მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 3 ადამიანი მოკლა, ევროპაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.
21 წლის ეჭვმიტანილს „წითელი ჯვრის“ იტალიის წარმომადგენლობის დოკუმენტი ჰქონდა, რომელიც სექტემბერში, იტალიის კუნძულ ლამპედუზაში მიგრანტთა ნავით მისი ჩასვლის შემდეგაა გაცემული.