იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აირჩიეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ აირჩიეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს წარდგენილი კანდიდატი ICC-ის კოლეგიის წევრად აირჩიეს. ლორთქიფანიძემ კენჭისყრის მეორე რაუნდში 76 ხმა მიიღო და 9 წლის ვადით აირჩიეს.
გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად პრემიერ მინისტრმა პარლამენტს 18 დეკემბერს წარუდგინა. თეა წულუკიანის გადადგომის შემდეგ, გოჩა ლორთქიფანიძე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31009004.html
#ახალი_ამბები
#twitter