ნუ მისცემთ ბანკებს საშუალებას, მოქალაქეთა ხარჯზე იშოვონ მილიონები - მიხეილ სააკაშვილი
Tbilisi Daily
მიხეილ სააკაშვილი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში.
,,შესაბამისად, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულნი არიან, დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები და მთლიანად შევზღუდოთ ბანკების მტაცებლური სპეკულატიური ინტერესები.
დღეს უნდა ვზრუნავდეთ მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე და არა ბანკების გამდიდრებაზე. ნუ მისცემთ ბანკებს იმის საშუალებას, რომ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს მოქალაქეთა ხარჯზე იშოვონ მილიონები. არ ეყოთ რაც ძარცვეს აქამდე? ეს უპატიებელი დანაშაული იქნება ქვეყნისა და ერის წინაშე”, - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.
#კორონავირუსი
#ბანკები
#მიხეილსააკაშვილი
#tbilisidaily