108 კოვიდინფიცირებული მართვით სუნთქვაზეა

Tbilisi Daily

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას, განცხადებით, დღეის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 482 მძიმე პაციენტი მკურნალობს; 105 მართვით სუნთქვაზეა, მათ შორის, თბილისში — 61, აჭარაში — 23. 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 1 262, გარდაიცვალა — 23 ადამიანი. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 32 127 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის 12 632 გამოჯანმრთელდა, ხოლო 238 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 847, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 249.