ოპოზიცია დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ოპოზიციასამოქმედო გეგმაზე, სასაუბროდ, დღეს კიდევ ერთხელ 2 საათზე შეიკრიბება. მათი თქმით, ხელისუფლებას დროს აძლევენ გადაწყვეტილებების მისაღებად. როგორც აცხადებენ, ისეთი აქტივობები , როგორიც პიკეტირებაა.შეიცვლება სხვა ფორმის პროტესტით იმისთვის, რომ ხელისუფლებას საბაბი არ მისცენ მოლაპარაკებისთვის მოუმზადებლობა ოპოზიციას გადააბრალონ. ოპოზიციაში მმართველ გუნდს რადიკალური განცხადებებისთვის აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ჯერ მოლაპარაკებაზე მზაობა გამოთქვეს , შემდგომ კი გადამწყვეტი საკითხების განხილვა გამორიცხეს. ხელისუფლება კი ოპონენტების საქციელსარასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ ისინიგულწრფელი დიალოგისთვის მზად არ არიან, რასაც მათივე თქმით, ადასტურებს ის ფაქტი ,რომშარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მალევე პარლამენტის პიკეტირება სცადეს.