2 მილიონ ადამიანს არ შეუძლია პირბადეში პურის ფასი გადაიხადოს - გოცირიძე

Pirveliradio Ge

2 მილიონ ადამიანს არ შეუძლია პირბადეში პურის ფასი გადაიხადოს - ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა. "2 მლნ.-ზე მეტი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ერთ პირბადეში გადაიხადოს 1 პურის ფასი, ღირს სადღაც ლარ-ნახევრამდე. ამიტომ, როცა 5 მლრდ. სესხი აიღო მთავრობამ და ბიუჯეტში ეს ჩადებულია საკუთარ ხარჯებზე, მათ შორის საკუთარ სამშენებლო საქმეების სუბსიდირებისთვის, კეთილი ინებოს და 1 მლნ. გაიღოს იმისთვის, რომ გაჭირვებულ და სამუშაო დაკარგულ ადამიანებს შეუძინონ პირბადეები",-აცხადებს რომან გოცირიძე. http://pirveliradio.ge/?newsid=145211