განვიხილავთ ბინაზე მკურნალობის მეთოდსაც - ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბათუმში იმყოფება. ეკატერინე ტიკარაძემ დღეს აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განიხილავენ დამატებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას და ასევე ბინაზე მკურნალობის საშუალებებს. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად ბათუმში მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. დარჩება. ''თამარ გაბუნია დარჩება აჭარაში და მისი მეთვალყურეობის ქვეშ უფრო კარგად გაიმართება ჯანდაცვის რგოლის მუშაობა, რომ ექიმებმა მართონ სახლის პირობებში ის პაციენტები, რომლებსაც თვითიზოლაციის საშუალება აქვთ. დღესვესამედიცინო პერსონალს შევხდებით. შეიძლება დამატებით მედპესონალის მობილიზება გახდეს საჭირო.ამ კუთხით დავეხმარებით კლინიკებს, რომ არ იყოს დეფიციტი. დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, როგორ მოხდება მოლაპარაკება და მობილიზება'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძმ. გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ბათუმში ბინაზე მკურნალობის მეთოდი განიხილება. დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ კი განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი პროტოკოლი მუშავდება.