მოძღვრებს მისწერეთ მიცვალებულთა სახელები, მოსახსენიებელს ორშაბათს ჩვენ ვილოცებთ - ბათუმის ეპარქია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141601
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მრევლს მოუწოდებს, რომ მოძღვრებს მიცვალებულთა სახელები პირადად, ტელეფონით ან ინტერნეტის საშუალებით მისწერონ და ლოცვას სასულიერო პირები აღავლენენ. ამის შესახებ მიტროპოლიტის, დიმიტრი შიოლაშვილის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა აჭარის ტელევიზიასთან ისაუბრა.
დეკანოზი იოანეს თქმით, ისინი მრევლს მოუწოდებენ, სანამ პანდემია მძვინვარებს, აღდგომის დღეებში საფლავებზე გასვლისგან თავი შეიკავონ.
"სანაცვლოდ ჩვენ მოვუწოდებთ მრევლს მოძღვრებთან იქონიონ კონტაქტი, გადასცენ მოსახსენიებელი თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ან ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით გადაუგზავნონ თავიანთი მიცვალებულების მოსახსენიებლები და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, აღდგომიდან მეორე დღეს, ორშაბათს მოხდება პანაშვიდების აღსრულება ტაძრებში და ჩვენ პატივს მივაგებთ და ვილოცებთ მიცვალებულთა სულებისთვის", - თქვა იაონე გორელიშვილმა.