Post

Tbilisi Daily

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში პარლამენტის წინ, საპარლამენტო სესიის პარალელურად, ოპოზიციისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. პროტესტის ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ  შემოსაზღვრულ კონსტრუქციაზე კრემლის სურათი გააკრეს. ასევე იგეგმება პარლამენტის პიკეტირება და საქართველოს მთავრობის ლიდერებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობა. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები, ოპოზიციის წარმომადგეენლებთან ერთად საარჩევნო სისტემის შეცვლასა და ქართული ოცნების მიერ მიცემული დაპირებების შესრულებას ითხოვენ.  შეგახსენებთ, რომ ეს აქცია ჯერ კიდევ გუშინწინ იყო დაგეგმილი, თუმცა, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ორგანიზატორებმა მისი გადადება გაადაწყვიტეს. #news #politics #პარლამენტი #საქართველოსპარლამენტი #აქცია #შეცვალე #ოპოზიცია