ზარდიანთკარიდან გატაცებული მამაკაცი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა
Gori Daily
ზარდიანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლდა.
მამაკაცი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს, 22 დეკემბერს გადმოიყვანეს. ის ამჟამად სახლში იმყოფება.
ინფორმაციისთვის, მირიან თაზიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთაკარიდან 20 ნოემბერს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებოდა.