მსოფლიოში 45 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მსოფლიოში კორონავირუსით SARS-CoV-2 უკვე 45 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამას ცხადყოფს ჰოპკინსის უნივერსიტეტის და მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფის, worldometers-ის მონაცემთა ბაზები.
ორივე მათგანის სტატისტიკით, COVID-19-ით გარდაცვლილია 1 180 000-ზე მეტი ადამიანი.
განსხვავებულია გამოჯანმრთებულთა სტატისტიკა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბაზა ჯერჯერობით 30 მილიონზე მეტი ადამიანის გამოჯანმრთელებას იუწყება, ხოლო worldometers-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 33 მილიონს უახლოვდება.
მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა სექტემბრიდან და მნიშვნელოვნად აღემატება გაზაფხულის პიკს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ევროპაში, სადაც არაერთი ქვეყანა დაუბრუნდა მკაცრი იზოლაციის რეჟიმს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30920543.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)