პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა რუსეთს შეიძლება საზღვრებს გარეთ აგრესიისკენ უბიძგოს-ზურაბიშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=144089
პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა რუსეთს შეიძლება საზღვრებს გარეთ აგრესიისკენ უბიძგოს. შესაძლოა, კრიზისმა რუსეთის ხელისუფლებას აჩვენოს, რომ პრობლემების გადაჭრისათვის განსხვავებულ გზებს მიმართოს-აღნიშნული განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გამოცემა Financial Times–თან გააკეთა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ ამჯერად ეს ასე არ მოხდება, და შეიძლება კრიზისმა რუსეთის ხელმძღვანელობას აჩვენოს, რომ შეუძლია მათი პრობლემების გადაჭრისთვის განსხვავებულ გზებს მიმართოს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ახალი რისკები ოკუპირებულ ტერიტორიებზეც შექმნა, სადაც ვირუსის გავრცელების პირობებში მოსკოვი ნაკლებ ღიაობას იჩენს. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს "აბსურდულ" შეზღუდვებს უწესებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან საკუთარი მოქალაქეების დახმარებაზე.
"ჩვენ არ მოგვეცა საშუალება გვერდში დავდგომოდით მათ იმდენად რამდენადაც შეგვეძლო. პირიქით, სეპარატისტული ხელისუფლება უფრო დაიძაბა ურთიერთობებში და სურვილი გაუჩნდა ყველაფრის გაკონტროლების. რუსეთის მხრიდანაც არ გვინახავს რაიმე სახის განვითარება: ჩვენ ვერ ვნახეთ გამჭვირვალობა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის თვალსაზრისით",-განაცხადა ზურაბიშვილმა.