12-დღიანი საკარანტინო ვადა სვანეთში 2 დღეში მოიხსნება
Pirveliradio Ge
2 დღე სვანეთში კარანტინის მოხსნამდე - 12-დღიანი საკარანტინო ვადა რეგიონში 21 აგვისტოს იწურება. თუმცა ცნობილია, რომ მკაცრი რეგულაციები დაბა მესტიასა და ლენჯერის თემში შენარჩუნდება. შეზღუდვების მოხსნა აქ მხოლოდ დეტალური კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული.
რეგიონში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. უკვე შემოწმდა 4000-ზე მეტი ადამიანი, აქედან ვირუსი 33 პირს დაუდასტურდა. ადგილზე 25 სპეციალური ზონაა, სადაც 700 ადამიანია გადანაწილებული.