ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მსოფლიო ვირუსის პირველი ტალღის მეორე პიკშია
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის ლოდინის ნაცვალად, ვირუსთან ბრძოლა არის საჭირო. ამის შესახებ განცხადება ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა გააკეთა. მაიკ რაიანის თქმით, მსოფლიო მეორე ტალღას გაცილებით უკეთ გაუმკლავდება, თუ პირველ ტალღასთან ბრძოლის დროს ნასწავლ გაკვეთილებს გაითვალისწინებს. მისივე განმარტებით, ახლა მსოფლიო ვირუსის პირველი ტალღის მეორე პიკშია.
“მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღას უკეთ გაუმკლავდება, თუ პირველ ტალღასთან ბრძოლის პერიოდში ნასწავლ გაკვეთილებს გაითვალისწინებს. ჩვენ ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტაზე უნდა ვფოკუსირდეთ. თუკი ამ ჯაჭვის გაწყვეტას შევძლებთ ვირუსი გაქრება, ხალხი კი აღარ დაიღუპება. ეს არის საკითხი, რომელზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა ორიენტირებული.”- აცხადებს მაიკ რაიანი